ღამის ცვლის მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
გაყიდვები: მოლარე
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარის პოზიციაზე თბილისში. 
კომპანია „აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება. 

აგროჰაბი თავის გუნდს სთავაზობს სასიამოვნო და პოზიტიურ სამუშაო გარემოს. 


ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; 
  • სალაროზე გატარებული საქონლის კონტროლი; 
  • სალაროს გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცედურების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • საქმისადმი ერთგულება; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტუდენტურ დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;  
  • მზარდი საბონუსე სისტემა;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;  
  • ლოიალობა (სტაჟის ნამატი); 
 
სამუშაო ადგილი: მარშალ გელოვანის #22, ჭავჭავაძის #37 , ზვიად გამსახურდიას სანაპირო #80 ( ლაგუნას მიმდებარედ )
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@agrohub.ge 
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: +995 591 03 26 26, +995 591 04 26 26; +995 591717542. 
გისურვებთ წარმატებას !