ექიმი-ლაბორანტი

თბილისი სრული განაკვეთი მეგალაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: ლაბორატორია/პათოლოგია
მეგალაბი“ აცხადებს  ექიმი-ლაბორანტის  ვაკანსიას  ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის განყოფილებაში
“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ლაბორატორიული კვლევების შესრულება;
  • ლაბორატორიაში სახარჯ მასალებსა და რეაგენტებზე მეთვალყურეობა;
  • ლაბორატორიული სამედიცინო აპარატების მოვლის პროცედურების დაცვა;
  • პრეზენტაციების მომზადება და სამედიცინო პერსონალთან წარდგენა;
  • საჭირო პრაქტიკული თუ თეორიული უნარ-ჩვევების და ცოდნის გაზიარება თანამშრომლებთან;
  • შიდა ლაბორატორიულ შეხვედებსა და კონფერენციებზე დასწრება/მონაწილეობა;
  • საინფორმაციო პრეზენტაციების მომზადება;
  • ლაბორატორიაში სანიტარულ–ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ლაბორატორიული მედიცინის სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • ლაბორატორიული მედიცინის ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
  • ბიოუსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;

პირობები:
  • მისამართი: ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23;
  • გრაფიკი: 16 სთ-იანი მორიგეობა (17:00 -09:00 სთ)  ;
  • ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული კვლევების მიხედვით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15  მაისი,   2024 წ. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.