კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი ინოვა ინ ვიტრო
მივლინება: არა ხელფასი: 700
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: რეგისტრატურა
სამედიცინო კომპანია „ინოვა ინ ვიტრო“ აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6; 
სამუშაო გრაფიკი: კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათი 
ანაზღაურება: 700 ლარი 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  •  პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით; 
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა; 
  • ონლაინ დახმარების გაწევა, დროულად და ხარისხიანად; 
  • შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება; 
  • დადგენილ ვადებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის       დავალების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  უმაღლესი განათლება/სტუდენტი; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული მეტყველება ქართულად; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე). 
 
ცოდნა და უნარები: 
  • კომუნიკაბელური და თავაზანი; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: nkutsia@innovainvitro.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი".  
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.