მოლარე

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები: მოლარე
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე ბათუმში 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა; 
  • ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა; 
  • ფულის უსაფრთხოდ შენახვა; 
  • ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან; 
  • მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;  
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე; 
  • Word, Excel-ის ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • თავაზიანობა; 
  • პასუხსიმგებლობის გრძნობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დამატებითი ინფორმაცია:  
  • სამუშაო გრაფიკი - 5- დღე 6სთ, 1-დღე სრული  
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის  19 მაისი  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე ბათუმში“. 
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.