ფრანგული ენის მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი ათასწლეულის სკოლა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება: უცხო ენების სპეციალისტი
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს ფრანგული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ათასწლეულის სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი:
  • გეგმავს და წარმართავს სხვადახვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან შესაბამის სასწავლო ერთეულებს;
  • იყენებს სწავლების ტექნიკების, აქტივობებისა და სასწავლო მასალების ფართო სპექტრს;
  • შეუძლია საჭიროებისამებრ შეიმუშაოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა სხვადასხვა კონტექტებისათვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები;
  • იყენებს სასწავლი პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
  • თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა -დიდაქტიკის კომპონენტსა და პედაგოგიურ პრაქტიკას (ბაკალვრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხოური ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით);
  • სამიზნე ენაზე მიღებული უმაღლესი განათლება ან /და შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმეტი;
  • სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org.
საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 მაისის ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.