რუსული  ენის მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი ათასწლეულის სკოლა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
მეცნიერება/განათლება: უცხო ენების სპეციალისტი

ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს რუსული  ენის მასწავლებლის პოზიციაზე.       


ათასწლეულის სკოლის რუსული  ენის მასწავლებელი: 

  •  გეგმავს და წარმართავს სხვადახვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან შესაბამის სასწავლო ერთეულებს;
  • იყენებს სწავლების ტექნიკების, აქტივობებისა და სასწავლო მასალების ფართო სპექტრს; 
  • შეუძლია საჭიროებისამებრ შეიმუშაოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა სხვადასხვა კონტექტებისათვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები;
  • იყენებს სასწავლი პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
  • თანამშრომლობს  კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა -დიდაქტიკის კომპონენტსა და პედაგოგიურ პრაქტიკას (ბაკალვრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხოური ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით);
  • სამიზნე ენაზე მიღებული უმაღლესი განათლება ან /და შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმეტი;
  • სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@millennium-school.org.  საბუთების მიღება მიმდინარეობს  15 მაისის ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას  გულისხმობს.