რეგისტრატორი

ოზურგეთი სრული განაკვეთი მედალფა ჰოსპიტალური ქსელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: რეგისტრატურა
შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას ქ. ოზურგეთში რეგისტრატორის პოზიციაზე 

პირობები: 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს ოზურგეთის კლინიკა
სამუშო გრაფიკი:  24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების კუთხით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.   

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:
  • კლინიკაში მოსული პაციენტების ვიზიტის გაფორმება და სამედიცინო პროგრამაში დარეგისტრირება;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,
გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N 3.   შპს „მედალფა“ ოზურგეთის კლინიკა

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).
განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  10/05/2024 
* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.