წარმოების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 800
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი". 
 
შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. თბილისში. 
მისამართი - დიდი დიღომი  
სამუშაო საათები - 40 საათი კვირაში, 1 დღე დასვენება. 
ანაზღაურება - 800 ლარი  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ნედლეულის დახარისხება/გადამუშავება; 
  • შეფუთულ პროდუქციაზე კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება; 
  • წარმოების მფლობელობაში არსებული ინვენტარის კონტროლი;  
  • პროდუქციის ყუთებში ჩაწყობა და მათი გადაზიდვა; 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია; 
  • დაზღვევა; 
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე; 
  • პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან. 
 
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, ან დარეკეთ ნომერზე - +995 599133214 სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.