მოლარე-კონსულტანტი

ამბროლაური სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება. "დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში.
ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სოფ.ნიკორწმინდა

შემდეგი პირობებით:
ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
  • ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
  • სწავლის თანადაფინანსებას;
  • განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
  • სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა
  • სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
  • გამოცდილება არ არის აუცილებელი;

პიროვნული მახასიათებლები
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი; 
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; 
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი

სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ განაცხადი მითითებულ ლინკზე: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_asbbf/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 555 216 514 აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის

წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!