სერვის კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა ხელფასი: 437 - 625
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
ტერაბანკი 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge    
თუ გსურს დაიწყო კარიერა და განვითარდე ტერაბანკში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.  
ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, ისწავლო, განვითარდე და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად. აქ შენ თავს იგრძნობ დაცულად და დაგხვდება მშვიდი და მეგობრული გარემო. 
პირველ ეტაპზე გთავაზობთ სტაჟირებას, რომლის დასრულების შემდეგ, შენ დასაქმდები სერვის კოორდინატორის პოზიციაზე.  

მოდი ჩვენთან, თუ: 
  • გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად 
  • გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი  
  • გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი 
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის დახმარების გაწევა 
 
შენი მოვალეობები იქნება: 
  • რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება 
  • მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა 
  • მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის  აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა 
 
სამუშაო განრიგი და პირობები: 
  • ადგილმდებარებობა: თბილისის რომელიმე ფილიალი  
  • სრული განაკვეთის შემთხვევაში: 
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩთ - 10:00 - 18:00 სთ. შაბათს - 10:00 -14:00 სთ. 
  • ანაზღაურება: დარიცხული 625 ლარი და წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე 
  • ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ - 10:00 - 14:00 სთ. ან 14:00 – 18:00. შაბათს (თვეში 2 შაბათი) - 10:00 -14:00 სთ. 
  • ანაზღაურება: დარიცხული 437,50 ლარი და წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • ექსკლუზიური პირობები ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე 
 
გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით! 
 
დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება სერვის კოორდინატორი. 
 
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 08 მაისის ჩათვლით 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.  
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
 
ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად !