სასტუმროს რეცეფციონისტი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო გურელი
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე.

პირობები:
  • 24-საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ.
  • სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
  • ანაზღაურება ჯამში 800-დან 1000 ლარამდე + ბონუსი შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად.

მოვალეობები:
  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება.
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.
  • სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა.
  • სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Booking.com-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (საბაზისო ექსელის ცოდნა სავალდებულოა).
  • ინგლისური, ქართული და რუსული (საბაზისო) ენის ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: l.elibashvili@hotelgureli.com