შიდა მომარაგების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა ხელფასი: 1400
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე:

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება - ფიქსირებული 1400 ლარი;
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ;
სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, გუდაუთის ქ. #7.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • საწყობში შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების მიხედვით;
  • კომპანიის მაღაზიათა ქსელის მომარაგება გაწერილი გეგმის მიხედვით;
  • საწყობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა (კოლექციის მიღება, დალაგება და ა.შ.);
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • დისტრიბუტორის ან საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „შიდა მომარაგების სპეციალისტი”.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.