უნივერსალური ბანკირი

ზუგდიდი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
ტერაბანკი ზუგდიდის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე.

ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ. N1
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათს 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული ბონუსი

სამუშაოს აღწერა: ფიზიკური პირების მომსახურება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით

პოზიციის მოვალეობები:
  • საკრედიტო და საოპერაციო პორტფელის ზრდა და კონტროლი
  • საკრედიტო და საოპერაციო  საბანკო პროდუქტების გაყიდვა
  • სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • საკრედიტო პორთფელის დაფარვების  მონიტორინგი

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 
  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი  გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel)

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები: 
  • სტრატეგიული დაგეგმვა
  • რისკების მართვა
  • კომუნიკაციის უნარი
  • გაყიდვების უნარი

გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უნივერსალური ბანკირი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 12 მაისი 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!