ქოფირაითერი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კოპირაიტერი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  
 
GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ქოფირაითერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • კრეატიულ იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა კომპანიებისთვის
  • ვერბალური ქოფირაითინგ კონტენტის შექმნა
  • სხვადასხვა კამპანიების ფარგლებში კრეატიული ქოფების მოფიქრება
  • ელფოსტის, ბანერის და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ტექსტების მოფიქრება

გუნდში ვეძებთ ქოფირაითერს, რომელსაც აქვს:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით
  • კრეატიული კაპმანიების იდეებისა და კონცეფციების შექმნასა და შესრულებაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კარგი წერილობით კომუნიკაციის უნარი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე,  შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს „სილქ გასტრონომი“) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და სხვა მოწოდებული ინფორმაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!