წარმოების ცვლის უფროსის თანაშემწე

მცხეთა სრული განაკვეთი ინვეტ ფიდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე. 
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: მაღალი ანაზღაურება+ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს  საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
კვება:  სამჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოების მართვის პროგრამის შესწავლა და შემდგომ მართვის პროცესში მონაწილების მიღება;
  • ცვლის უფროსთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება;
  • მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
  • ცვლის თანამშრომლების ზედამხედველობა, სამუშაო პროცესის დაორგანიზება;
  • ცვლების გადაბარების პროცესის მონიტორინგი;
  • წარმოების მიმდინარე პროცესის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ცვლის განმავლობაში წარმოებაში შემოსული სახარჯი მასალის განთავსება შესაბამის ადგილებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების მცოდნე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მათემატიკური უნარ-ჩვევები.

„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024  წლის 23 მაისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!