ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
საბანკო: ფინანსური მონიტორინგი ბუღალტერია/ფინანსები: ანგარიშების მენეჯერი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე შესაბამისობის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:
  • კონტროლი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების, ტრანზაქციებისა და გარიგებების გამოვლენასა და შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნაზე;
  • კონტროლი სამუშაო პროგრამებში განსაზღვრული კლიენტების დროულ მონიტორინგზე;
  • კონტროლი ბანკის საოპერაციო დღეში არსებული ტრანზაქციების შესწავლაზე და მონიტორინგი მათ შორის სანქციების კუთხით;
  • კორესპონდენტი ბანკებისაგან შემოსული ტრანზაქციების შესახებ  მოთხოვნებზე/კითხვებზე პასუხების მომზადება და გადაცემა;
  • FATCA, CRS კუთხით ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
  • საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული შეზღუდვების ანალიზი;
  • განყოფილების თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში/   AML/CFT-ის მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (საკორესპონდენტო ბანკებთან) ურთიერთობის გამოცდილება;
  • AML/CFT  რეგულაციებისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, PowerPoint)
  • ენები: ქართული, ინგლისური ცოდნა;
  • გუნდის  ეფექტური მართვის  უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
  • დიდი მოცულობის ინფორმაციის შეზღუდულ დროში დამუშავებისა და გაანალიზების უნარი;
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდურობა

სასურველი:
  • ACAMS  სერტიფიკატები;    
  • რუსული ენის ცოდნა;    
  • ანგარიშგების (რეპორტის) შედგენის ცოდნა.                      

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
2024  წლის 24 მაისამდე. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:   (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.