ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი), ანგარიშების მენეჯერი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე შესაბამისობის დეპარტამენტში. 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 
 
ფუნქციები და მოვალეობები: 
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების, ტრანზაქციების და გარიგებების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში; 
  • სამუშაო პროგრამებში განსაზღვრული კლიენტების მონიტორინგი, დროული და შესაბამისი რეაგირება; 
  • ბანკის საოპერაციო დღეში არსებული ტრანზაქციების შესწავლა და მონიტორინგი მათ შორის სანქციების კუთხით; 
  • კორესპონდენტი ბანკებისაგან შემოსული ტრანზაქციების შესახებ  მოთხოვნებზე/კითხვებზე პასუხების მომზადება და გადაცემა; 
  • FATCA, CRS კუთხით ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება; 
  • საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული შეზღუდვების ანალიზი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/საფინანსო  სფეროში, AML/CFT-ის მიმართულებით; 
  • უმაღლესი განათლება; 
  • საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (საკორესპონდენტო ბანკებთან) ურთიერთობის გამოცდილება; 
  • AML/CFT  კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესებისა და მითითებების ცოდნა; 
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, PowerPoint) 
  • ენები: ქართული, ინგლისური რუსული ენის ცოდნა; 
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება; 
  • დიდი მოცულობის ინფორმაციის შეზღუდულ დროში დამუშავებისა და გაანალიზების უნარი; 
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ. 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 
2024  წლის 24 მაისამდე. 
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.  
 
 
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.