ინჟინერ-კონსტრუქტორი

რუსთავი სრული განაკვეთი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 
 
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში. 
ლოკაცია: ქ. რუსთავის, მშენებელთა ქუჩა #70. 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (დასვენება: შაბათი და კვირა) 
სამუშაო საათები: 08:00 – 17:00 სთ 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება. 
  • კაპიტალური რეკონსტრუქციების დაგეგმვა ტექნიკურ გუნდთან ერთად. 
  • ახალი პროექტების დაგეგმვა და ანალიზი, ახალი ტექნიკის მონტაჟისა და წარმოებაში გაშვების დაგეგმვა. 
  • ქარხანაში არსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება. 
  • სამუშაო უბანზე არსებული ნატურალური დეტალებიდან ესკიზების აღება და მათ საფუძველზე  ტექნიკური ნახაზების შექმნა ”AutoCAD”-ში. 
  • პროექტებისა და ცალკეული სარემონტო სამუშაოების, შეკვეთების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით და ნახაზებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა. 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • სასურველია უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით. 
  • MS Office ცოდნა 
  • აუცილებელია AutoCAD ცოდნა და მუშაობის გამოცდილება. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • განვითარებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებს  
  • ტრანსპორტირებას ქ. რუსთავის მასშტაბით 
  • კვების ანაზღაურებას 
  • კორპორატიულ დაზღვევას საუკეთესო პირობებით 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა)  ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით. 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ინჟინერ-კონსტრუქტორი (რუსთავი). 

გისურვებთ წარმატებას!  
 
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა