კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ტრანზიტი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელიტ ტრანზიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის   შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის  სერვისების შეთავაზება, დაინტერესების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება,უპირატესობა მიენიჭება  ტრანსპორტის სფეროში გამოცდილ კანდიდატებს.
  • მოლაპარაკების წარმოების ცოდნა/გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • შედეგებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობა და პუნქტუალობა;
  • პრეზენტაციის უნარი;

პირველი თვე იქნება 1 კვირიანი ტრენინგი +გამოსაცდელი სტაჯირების პერიოდი.
შემდეგი თვიდან დაენიშნება  ხელფასი 800 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@elittransit.ge გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".