მიკრო ბიზნესის ბანკირი

ზუგდიდი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
სს "ტერაბანკი" ზუგდიდში აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:
ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თაბუკაშვილის ქ.N1
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

სამუშაოს აღწერა: ბიზნეს კლიენტის მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. 

პოზიციის მოვალეობები:
  • მიკრო და მცირე სეგმენტის კომპანიების/კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება
  • ბიზნეს სესხების დამტკიცება/გაცემა
  • პირადი პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა
  • ყოველთვიური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 
  • საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების  მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები: 
  • კომუნიკაციის უნარი
  • რისკების მართვა
  • შედეგებზე ორიენტირება

გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი ზუგდიდი და პოზიციის დასახელება მიკრო ბიზნესის ბანკირი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!