დასავლეთ საქართველოში ქსელის განვითარების რეგიონალური მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი SPAR Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
TOP მენეჯმენტი: რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ქსელის განვითარების რეგიონალური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები : 
  • კომპანიისთვის დასაქირავებელი ფართების და ფრენშაიზის მაღაზიების  მოძიება;
  • ხელმძღვანელთან იჯარით ასაღები ფართების და ფრენშაიზით გასაცემი ობიექტების შეთანხმება;
  • მეიჯარეებთან და პოტენციურ ფრენშაიზორებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
  • ბაზრის ანალიზი ( საიჯარო ფართების ფასების დადგენა და ფრენშაიზისთვის პოტენციური ობიექტების განსაზღვრა ) 
  • რეპორტების მომზადება სავაჭრო ობიექტების ფართის ათვისების შესახებ;
  • ფრანშაიზინგის მიმართულების განვითარება დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; იურიდიული);
  • რითეილში  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ „ქსელის განვითარების რეგიონალური  მენეჯერი“ . 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.