ფარმაცევტი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოფარმი +
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ფარმაცია
შპს ,,ნეოფარმი +“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე. 
,,ნეოფარმი +“-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 60-მდე ფილიალს(აფთიაქს) და ორ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება, მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება; 
  • პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);  
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლისა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც); 
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას უფასო სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით; 
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კარიერული ზრდის  შესაძლებლობას. 
 
სამუშაო გრაფიკი: სამდღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით. 
ხელფასი: 800 ლარი. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge -ზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „ფარმაცევტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან შეავსეთ განაცხადი https://docs.google.com/forms/d/1xA_aBplWqlrzFoGa3Qk_-70J1drnEcL82S2kdmcX2zc/edit   
ჩვენ გელოდებით შენ! დაგეგმე შენი კარიერა ნეოფარმთან ერთად 
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ნეოფარმი+“-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“) შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე  განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: +995 577545097 კანდიდატის პერსონალური მონაცემების  გაგზავნით კანდიდატი  ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის  პერსონალური მონაცემი  შეგროვდეს, დამუშავდეს და  შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით. 
"ნეოფარმი +" გისურვებთ წარმატებას!