HR მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ვაით სეილსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
კომპლექსი ვაით სეილს-ი აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
აქ დაგხვდებათ კომფორტული გარემო და საოცრად მეგობრული გუნდი
მდებარეობა : ბათუმი

სამუშაო აღწერილობა:
  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • დამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესის მართვა;
  • ხელშეკრულებების გაფორმება, განახლება და შესაბამის ბრძანებებთან/დოკუმენტებთან მუშაობა;
  • სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა;
  • ყოველთვიურად ხელფასებისა და ბონუსების დათვლა, შესაბამისი დეპარტამენტებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • თანამშრომელთა მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის პარტნიორებთან (უნივერსიტეტები, კოლეჯები, ტრენინგ-ცენტრები) ურთიერთობა;
  • თანამშრომელთა შვებულების მონიტორინგი;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში პერიოდული განახლება;
  • ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ორგანიზაციაში ჯანსაღი და გუნდური გარემოს უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • HR მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • უცხო ენის ( ინგლისური ) ფლობა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ :
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს 20%-იან ფასდაკლებათ ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: lela@wsr.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.