ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „L’Occitane Group“ აცხადებს ვაკანსიას “HR ადმინისტრაციული მენეჯერის” პოზიციაზე, საქართველოში.
“L’Occitane en Provence“ მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს, მათ შორის საქართველოში. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ჯგუფი, 9 წამყვანი სილამაზის ბრენდით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში. მათ შორის არიან Erborian, Melvita, Elemis, Sol de Janeiro და სხვა მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიის წამყავნი ბრენდები.
ლოქსიტანის ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, სითი მოლში და გალერია თბილისში და ონლაინ - https://ge.loccitane.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლვოვის ქ.92
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- HR სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
- თანამშრომელთა შერჩევის, მაღალკვალიფიცური თანამშრომლებით დაკომპლექტება და დასაქმების პროცესის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება;
- კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის წარმოება.
- HR სოფტის დანერგვა და მართვა;
- სამუშაო აღწერილობების პერიოდული განახლება;
- ზრუნვა თანამშრომლების შიდა კომუნიკაციაზე მარკეტინგისა და პიარ სამსახურის მხარდაჭერით, მათ მოტივაციაზე, კმაყოფილებაზე და კომპანიისადმი ლოიალობის ამაღლებაზე.
- განსაზღვროს თანამშრომელბის კვალიფიკაციის დონე, გამოავლინოს პრობლემური საკითხები და დაეხმაროს გუნდს მათ გადაჭრის გზების მოძიებაში;
- განსაზღვროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ტრენინგების ჩატარების აუცილებლობა და უზრუნველყოს აღნიშნული პროცესი;
- მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების სამოტივაციო სისტემების დანერგვაში, KPI მაჩვენებლების დახვეწაში, განვითარებაში;
- პერიოდულად ჩაატაროს კვლევები თანამშრომლების შრომითი კმაყოფილების დონის შესაფასებლად.
- იზრუნოს შიდა კორპორატიული კულტურის განვითარებაზე და მოახდინოს სხვადასხვა აქტივობების ინიცირება გუნდის გაძლიერების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- აუცილებელია HR პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 ან C1 დონე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT)
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
- ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა და კეთილსინდისიერება;
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ და მზარდ ანაზღაურებას.
- სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, აუზის და ფიტნესის პაკეტს.
- სტაბილურ და მუშა გარემოს.
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები მისამართზე: vacancy@loccitane.ge , არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ HR ადმინისტრაციული მენეჯერი“. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებას!