კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას   კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციაზე.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მართვა;
  • განყოფილებების უფროსების სამუშაო პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • გუნდის წევრებისთვის თვიური და კვარტლური გეგმების გაცნობა;
  • გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების ანალიზი და განსახორციელებელი სტრატეგიის შემუშავება;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგის/განხორციელების ორგანიზება;
  • პროექტული გაყიდვების დაგეგმვა, განხორცილებეაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ;
  • დებიტორული დავალიანებების მართვაზე ზედამხედველობა  და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ენები: რუსული/ინგლისური -B2
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე;
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთლის 118.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 07 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!