საწყობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
მართვის მოწმობა: B, C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს ელვარე (www.elvare.ge აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს საწყობის სპეცილისტის ფუნქცია-მოვალეობებს. 

რას გააკეთებ?
  • წარმოებული პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
  • იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება);
  • კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მიხედვით და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება;

სასურველია:
  • მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

რას გთავაზობთ?
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • ანაზღაურება: 1000 ლარი, 3 თვის შემდეგ - 1200 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: აგლაძის ქუჩა №32.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე:info@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.