გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი GeoPaper
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
კომპანია "GeoPaper", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან უზრუნველყოფს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტს. 
 
სამუშაო პირობები: 
 სამუშაო ადგილი: თბილისი, ენუქიძის #7 (აფრიკის დასახლება, ისთ-ფოინთთან) 
ჯანმრთელობის დაზღვევა 
ანაზღაურება: 1200-1500  ლარი+ ბონუსი 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. 
 
ფუნქცია მოვალეობები: 
  • ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება; 
  • პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება; 
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი; 
  • არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა; 
  • როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები; 
  • კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია; 
  • გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@geopaper.ge. გთხოვთ Subject-ში  მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენენჯერი". 
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (cv/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს ჯეპის მიერ, ( ს/ნ 202281823; იურ.მის: ა.ენუქიძის N7) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (  შპს ჯეპ, ს/ნ:202281823; მის:ა.ენუქიძის N7 თბილისი, საქართველო) მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ( CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@geopaper.ge; ინფორმაციის  (CV/რეზიუმე/ სააპლიკაციო ფორმა)  გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.  
გისურვებთ წარმატებებს!