IT ბიზნეს ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Asterbit
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
Asterbit სს „ოპპა“- ს შვილობილი ახალი საერთაშორისო Software Development კომპანიაა, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის პროგრამულ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. Asterbit მუშაობს როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური ბაზრისთვის.
სს „ოპპა“ ასევე ფლობს სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდს - PayBox (ფეიბოქსი), რომელიც 2007 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვანი გადახდის სერვისებს.

Asterbit ეძებს გუნდის წევრს IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია, ბიზნესის მოთხოვნებისა და საჭიროებების მოძიება, აღმოჩენა, ანალიზი და მათი ნათლად ჩამოყალიბება, IT-ის მიერ შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზების სისწორის დადგენა დეველოპმენტის გუნდთან ერთად.

რას გააკეთებ:
  • უზრუნველყოფ მიმდინარე/სამომავლო პროექტების ანალიტიკის და დოკუმენტირების წარმოებას;
  • უზრუნველყოფ პროექტის მიზნებისა და მოთხოვნების შესახებ ერთიანი აღქმის ჩამოყალიბებას, როგორც პროექტის ძირითად გუნდში, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ინფორმაციის მოძიების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს ერთეულთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აწარმოებ კომუნიკაციას სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, სესიები, პროტოტიპის შექმნა;
  • იმუშავებ მოთხოვნებსა და მეთოდებზე, ბიზნეს ქვედანაყოფების, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს სპეციფიკაციის კუთხით. გააანალიზებ მაღალი დონის ბიზნეს მოთხოვნებს, გარდაქმნი სამომხმარებლო დონის ისტორიად.
  • მოახდენ პოტენციური პროგრამული გადაწყვეტილებების მონიტორინგს და კონტროლს მათი ბიზნესთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით;
  • შეისწავლი პროექტების არსს და მიზანს სრულყოფილად, პროდუქტის ფუნქციურობას და სასურველს მახასიათებლებს;
  • დაგევალება ბიზნეს პროცესების ანალიზი, ჩაერთვები სხვადასხვა პროცესების ალტერნატივების შეფასებაში,განსაზღვრავ გამოსავლის და პრობლემის გადაჭრის გზებს IT დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად.
  • შექმნი ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად ვიზუალურ პრეზენტაციებს.

მნიშვნელოვანია გქონდეს:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მონაცემთა ანალიზის ჭრილში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები, რაც დაგეხმარება:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოქნილობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;
  • თანამშრომელზე და მუდივ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას Asterbit-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართო ცხელ ხაზზე: 2 303 308.