საწყობის უფროსი

ბათუმი სრული განაკვეთი მზიური
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.ბათუმში ვაკანსიას საწყობის უფროსის თანამდებობაზე:

კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
  • ფიქსირებულ შემოსავალს
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fit Pass

მოთხოვნები:
  •  შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

საწყობის უფროსის მოვალეობები:
  • საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, საწყობში მათი მიღებისა და შენახვის, ფართის რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით მათი შენობაში განლაგების, აუცილებელი მასალების, ინვენტარის ძებნის გაადვილებისა და დაჩქარების სამუშაოების განხორციელება და ხელმძღვანელობა;
  • საწყობში დალაგებული (განლაგებული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სათანადო შენახვის, შემოსვლა-გასვლის საბუთების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წესების დაცვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, მასში მონაწილეობა და ზედამხედველობა;
  • სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვიანობა და აღრიცხვიანობის კონტროლი;
  • პროდუქციის/საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ზედამხედველობა;
  • საწყობში არსებული პროდუქციის/საქონლის რაოდენობაზე თვალყურის დევნა;
  • საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, მათი საწყობში მიღებისა და შენახვის, მათი შენობაში სწორად განლაგების პროცედურის წარმოება და ხელმძღვანელობა;
  • საწყობის პროდუქციის./საქონლის ნაშთის კონტროლი; ~
  • საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწორი აღრიცხვიანობის მუდმივი წარმოება;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ფაქტიური ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება (თვეში ერთხელ), სხვადასხვა შიდა სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი დარღვევის, უსწორობის (უზუსტობის) ან/და მატერიალური ზიანის დადგომის, ასევე ასეთი ზიანის დადგომის საფრთხის შესახებ დაუყონებლივ შეატყობინება;
  • მისდამი გადაცემული სასაქონლო მარაგების სენახვა და გაფრთხილება, აგრეთვე ყოველგვარი ზომების მირება ზარალის თავიდან ასაცილებლად;
  • კომპანიის დირექტორის ინფორმირება ისეთი გარემოებების შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის და შეიძლება ზიანი მიაყენოს მის განკარგულებაში მყოფ სასაქონლო მარაგებს
  • სასაწყობე პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სასაქონლო მარაგების მიღება-გაცემის კონტროლი, ხარისხისა და ვადების შემოწმება, პროდუქციის/საქონლის მითვლა სათითაოდ და ზედმიწევნით და საწყობში მათი სათანადოდ განლაგება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’

9. შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.