მღებავი/ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Seaside Tbilisi
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სანტექნიკა
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის. 
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.
 
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ აცხადებს  ვაკანსია მღებავის და ტექნიკოსის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები 

  • სამღებრო სამუშაოების ჩატარება
  • სასტუმროში არსებული, ტექნიკურ დანადგარ/აგრეგატების მოვლა/მომსახურეობა და მონიტორინგი;
  • ტექნიკური გაუმართაოებების (სანტექნიკის, ელ. გაყვანილობის და სხვ.) დაუყოვნებლივი აღმოფხვრა;
  • სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ: 
  • 9 საათიან სამუშაო განაკვეთი - კვირაში სამუშაო 5 დღე, 10:00-დან 19:00-მდე. 
  • კვებით უზრულველყოფა. 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginohotels.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598081608.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!