სამშენებლო პროექტების მენეჯერი

თბილისი, თელავი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას   სამშენებლო პროექტების  მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თელავი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა; 
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა; 
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; 
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების კონტროლი;
  • ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
  • რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება); 
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი -  სრული;
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად  ( ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის  02 აგვისტომდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!