ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი

ზესტაფონი სრული განაკვეთი ავტოტექნო
ხელფასი: 1000 +ბონუსი
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.  
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. 
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. 
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! 
 
ვაკანსია: ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი 
ადგილმდებარეობა: ზესტაფონი 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00 ( შაბათი)                     
ანაზღაურება: 1000 NET + ბონუსი 
 
ჩვენ გთვაზობთ: 
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას; 
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; 
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); 
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; 
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს; 
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. 

ფუნქცია-მოვალეობები:   
  • სამეურნეო მარაგების მიღება/გაცემის კონტროლი; 
  • მცირე სამეურნეო პრობლემების ადგილზე მოგვარება; 
  • ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების ყოველდღიური მონიტორინგი; 
  • ძირითადი საშუალებების და ელ. მოწყობილობების აღრიცხვა; 
  • სისუფთავის კონტროლი; 
  • შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე მეთვალყურეობა და კონტროლი; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოდილება; 
  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • მცირე სარემონტო სამუშაოებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დაკვირვებული,  
  • მშვიდი, 
  • თანმიმდევრული,  
  • დეტალებზე ორიენტირებული 
 
კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;  
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.   
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი’’ 
 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!