მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბათუმი სრული განაკვეთი Tower Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია - "თაუერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 18:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: ბათუმი
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული აქტივობების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობა და განხორციელებაზე ზრუნვა;
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და შესრულების პროცესის მართვა;
  • მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, მარკეტინგული ღონისძიებების სიახლეებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების ზრდა;
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა
  • სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების ანალიტიკა, ციფრული არხების საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა.
  • კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება
  • ბაზრის მოთხოვნის სისტემატური კვლევა
  • სხვადასხვა გაყიდვების სტიმულირებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
  • CRM პროგრამებშუ მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, Bitrix24-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდის მართვა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ლიდერობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsuladze.sofia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი“
გისურვებთ წარმატებას!