IT - ადმინისტრაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი

თბილისი ნახევარი განაკვეთი ადლი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
სამშენებლო კომპანია  „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით , 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. 
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა , ფასადის მოწყობა , თერმო და ხმის იზოლაცია ,  ბრტყელი გადახურვა , მწვანე გადახურვა , არქიტექტორული მომსახურება , საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება . 

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით : 
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას ;
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში  განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას ;  
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს ; 
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ; 
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას ; 
  • შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს ; 
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე . 

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვეძებთ გუნდის წევრს   „ IT - ადმინისტრაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი“-ს პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი;
ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, თ. ერისთავის 1ა.

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიაში არსებული ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ქსელში უკაბელო წვდომის წერტილების მონტაჟი;  
  • ქსელში წარმოქმნილი ხარვეზების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა; 
  • ჩამწერი მოწყობილობებისა და კამერების მონტაჟი/დემონტაჟი (uniview ბრენდის კამერები/NVR) და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • პერიფერიის დაინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის მფლობელობაში მყოფ ობიექტებზე ციფრული ტექნიკისა და ქსელის გაყვანილობის გამართვის გეგმის შედგენა; 
  • კომპიუტერების და სხვა საოფისე ტექნიკის გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა; 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • Windows / Linux -ის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Terminal Server/Active Directory); 
  • თერმულ პრინტერებთან და ბარკოდ სკანერებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • L2/L3 სვიჩებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05 აგვისტო 2024 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.