გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი GOLD PACK
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 3000
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს "გოლდ პაკი" დაარსდა 2010 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკვებისა და ინდუსტრიული შესაფუთი მასალის, ასევე ჰიგიენური საშუალებების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. 
კომპანია ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და თავის მომხმარებელს სთავაზობს 700-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 
"გოლდ პაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.


ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთათვის პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება.
  • არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება.
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა ამოცანების შესრულება და რეპორტინგი, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას. 

პიროვნული თვისებები/უნარები:
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა, ან ყავდეს სკუტერი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
  • განაკვეთი - სრული
  • ანაზღაურება - 2000-3000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com  გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი. საკონტაქტო ნომერი: +995 599 88 33 14