საწყობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1400
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს საწყობის სპეცილისტის ფუნქცია-მოვალეობებს. 

რას გააკეთებ?
  • წარმოებული პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
  • იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება);
  • კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მიხედვით და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება;

სასურველია:
  • მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1200 ლარი; შემდეგ - 1400 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: რ.აგლაძის ქუჩა №32 ან ქვემო ალექსეევკის დასახლება (ამ შემთხვევაში კვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია - (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე);

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.