რესტორანი "Honore" აცხადებს ვაკანსიას სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა;
- სტუმრების შეხვედრისა და განთავსების უზრუნველყოფა, მათი დროული და ეფექტური მომსახურება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება დატრენინგების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ცვლების დაგეგმვა;
- ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება;
- ნაშთების კონტროლი;
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა “Fina”-ს ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: honore.tbilisi@mail.com