საქართველოში პირველი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Cargon აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისი
კარგონი არის 500 სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული (სან-ფრანცისკო)
გახდი ყველაზე დინამიური სტარტაპის ნაწილი რეგიონში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
- კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.
- გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : vacancy@cargon.com განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 სექტემბერი წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.