შპს თერა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში
მთავარი ბუღალტრის ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
· ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
· ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
· ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
· ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
· საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
· საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
· ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
· დადგენილ ვადებში დეკლარირება
· პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
· აუცილებელია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
· სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
· balance-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
· საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
· Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
· სასურველია, ACCA-ს სერტიფიკატი (სასურველია, სრული კურსი);
· IFRS სტანდარტების ცოდნა;
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე t.ananidze@teramotors.ge აუცილებელი ვავაკანსიის მითითება წინაღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.