კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას „კოორდინატორის” პოზიციაზე. 
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 
ანაზღაურება - 900 ლარი (ნეტი) 

ძირითადი ფუნქციები: 
  • პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით; 
  • პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ; 
  • პაციენტთა რიგების მართვა; 
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული მეტყველება ქართულად; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე). 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge  და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი". 
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.