ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია -შპს „მირა“ აცხადებს ვაკანსიას გენერატორების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სასურველია გენერატორების ცოდნა და შესაბამისი კომპატენციის ქონა
- გაყიდვების წარმოება, პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სიახლეების შეთავაზება.
- ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეთავაზება.
- პარტნიორი კომპანიებისა და დაინტერესებული პირებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
- გენერატორების სერვისების კონტროლი პრობლემური საკითხების სწრაფი გადაწყვეტა.
- შეკვეთების მომზადება, ნაშთების კონტროლი და გაყიდვების გეგმის შედგენა.
- ბაზრისა და კონკურენტი კომპანიების კვლევაში აქტიური ჩართულობა.
პიროვნული უნარ ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება
- თავდაჯერებულობა
- სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება.
- სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია
უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გენერატორების ცოდნა და შესაბამისი კომპატენციის ქონა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126.
ანაზღაურება: 3500 ლარი + ბონუსი ყოველთვიური მოგებიდან , ან რეალიზაციიდან პროცენტი
დამატებით ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- გაყიდვებზე მორგებულ სახელფასო და საბონუსე სისტემას
- პროფესიული საქმიანიობისთვის ლიმიტირებულ საწვავს
- ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ პაკეტს
- კორპორატიული ტელეფონით სარგებლობის უფლებას
- უფასო კვებას
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.mira.ge