შპს „მაგთიკომის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სასაწყობო მეურნეობის კოორდინატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოთხოვნები და უნარები:
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- მოტივირებულობა და განვითარების ინიციატივა;
- დროის ეფექტურად მართვის და ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
ძირითადი ფუნქციები:
- შემოსავალ-გასავლის ზედდებულების გაფორმება, მიღებული მოთხოვნების და ტექნიკური პროექტების შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში ასახვით;
- ადგილობრივი ორგანიზაციებიდან შესყიდული საქონლის შემოწმება, მიღება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
- უშუალო მონაწილეობის მიღება საქონლის მიღება-გაცემაში;
- საიტებიდან მოხსნილი და საწყობში შემოტანილი მასალა-მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება, მიღება და შემოსავლის ზედდებულის პროგრამული გაფორმება;
- მიღება-გაცემის პროცესში შესაბამისი ტექნიკური სამსახურების სპეციალისტების ჩართვა, მასალა-მოწყობილობების ვარგისიანობის ან შესაძლო დაზიანების არსებობის დასადგენად, შედეგების ასახვა შესაბამის აქტებში;
- საწყობებს შორის მასალა-მოწყობილობების გადაადგილების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ასახვა;
- უშუალო მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციის პროცესში კომისიის წევრის სტატუსით;
- სასაქონლო–სატრანსპორტო ზედნადებების ელექტრონულ ვერსიაში ასახვა;
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სასაწყობო მეურნეობის კოორდინატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით