უმცროსი თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. 
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ფილიალებში მარკეტინგული პროექტების აღსრულებაში მონაწილეობის მიღება; 
  • მუდმივი ვიზიტი ფილიალებში და თრეიდ მარკეტინგის ხარისხის კონტროლი; 
  • სარეკლამო კომპანიებთან, სტამბებთან ურთიერთობა და შეკვეთების კონტროლი; 
  • ფილიალებში აქციებისა და პრომო აქტივობების მუდმივი კონტროლი; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მოლაპარაკების და პროექტების მართვის უნარი; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
 
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge 
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ‘’უმცროსი თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება. 
 
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. 
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!