სორტირების მენეჯერი / დროებითი

თბილისი სრული განაკვეთი Extra.ge
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
Extra სააქციო პერიოდში სორტირების მენეჯერს ეძებს! (დღის ცვლა) 

Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

ძირითადი პირობები:
ლოკაცია: თემქა, ურეკის ქუჩა N2;
სამუშაო განაკვეთი: აქციის პერიოდი (1კვირა) : 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: დღიური 50 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • ნივთების იდენტიფიცირება;
  • ნივთების პროგრამულად აღნიშვნა, შესაბამისი უნიკალური კოდის მინიჭება, უსაფრთხოდ შეფუთვა და დასტიკერება შესაბამისი საინფორმაციო აღმნიშვნელებით;
  • პროგრამის მიხედვით ნივთების ჩაბარების თარიღის შესაბამისად კონტროლი და სორტირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე