საუზმის მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი Riverside Boutique Hotel
მივლინება: არა ხელფასი: 750
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
სასტუმრო "Riverside Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროსა და ბროსეს ქუჩის კუთხე (მშრალ ხიდთან)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საუზმის მომზადება და მისი სრულყოფილი წარმართვა;
  • წინასწარ განსაზღვრულ მენიუში არსებული კერძების მომზადება.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროში საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა
  • შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: დილის 06.30 - დან 13.00 - მდე;
15 მორიგეობა თვეში;
ხელფასი - 750 ლარი ხელზე.

ჩვენთან გუნდში შეძლებთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.