Tiffany Bar & Terrace

logo

ინდუსტრია: სასტუმრო, რესტორანი, ქეითერინგი

თანამშრომელთა რაოდენობა: 50 - 100

ვებ–საიტი: www.riverside.ge

სასტუმრო „რივერ საიდი“ წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში კი ტიფანი ტერასა.

„რივერ საიდი“ ამერიკის და საფრანგეთის სავაჭრო პალატის, ასევე ა.შ.შ სასტუმროების ასოციაციის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers’ Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან.

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ პროგრესულად მოაზროვნე და ხალისიან ადამიანებს, დაიწყეთ ან გააგრძელეთ თქვენი კარიერული წინსვლა ჩვენთან ერთად , შემოუერთდით ჩვენს გუნდს:

ჩვენთვის საინტერესოა ბარში/რესტორანში/სამზარეულოში მომუშავე ენერგიული ადამიანები: 

მიმტანები; ბარმენები; მზარეულები/კონდიტერები და სერვის მენეჯერები, ასევე სასტუმროს მიმართულების სპეციალისტები - ადმინისტრატორები/დაცვა/დიასახლისები და რათქმაუნდა პიარის, გაყიდვების და მარკეტინგის პროფესიონალები