ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე

თბილისის შემოგარენი CENN
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
  • სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
  • ნომრების სისუფთავე;
  • სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
  • სველ წერტილებში ცხელი წყალი;
  • საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
  • საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
  • საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება 2025 წლის 6 მაისის ჩათვლით  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org  

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ–ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის რაოდენობა და მათი ღირებულება, ასევე 1 პერსონაზე,   1 დღის მომსახურების სრული პაკეტის ფასი, რაც უნდა მოიცავდეს: საკონფერენციო სივრცის სრული დღის მომსახურება, ორი ჩაი-ყავა 
  • შესვენება, ერთი ლანჩი და ერთი ვახშამი (სავალდებულო);
  • 2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  • მომსახურების ფასი;
  • ადგილმდებარეობა (თბილისთან სიახლოვე ითვლება უპირატესობად);
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
მობ: +995 591 21 99 11
ელ. ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: www.cenn.org