სასტუმრო "ლაჰილი", რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ბარმენის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: სვანეთი მესტია ა. ხერგიანის N3
- ანაზღაურება: 1000 ლარი (+ ბარის ნავაჭრის %);
- ბენეფიტები: განთავსება, კვება..
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
- სამუშაო საათები: 10 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
- სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
- ბარში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
- თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:
hotellahili@gmail.com `საგნის` გრაფაში მიუთითოთ ,,ბარმენი,, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 11 77
გისურვებთ წარმატებას!