დამწყები ტესტერი/მხარდაჭერის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ორბი ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ორბი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას დამწყები ტესტერი/მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსი,სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი სპეციალობის განხრით (ან "მაინორი" ინფორმაციულ ტექნოლოგიებში)
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა(MS Office) დამწყების დონეზე
  • ტექნოლოგიებისადმი ზოგადი დაინტერესება და სწრაფი ათვისების უნარი
  • კარგი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:
  • პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების გარჩევა და ანალიზი
  • ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზის დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა
  • ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case/Check Lists, Test Plan) და პროექტზე მომუშავე გუნდითვის გაცნობა
  • პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება
  • დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი
  • მომხმარებლების ტექნიკური კითხვებზე პასუხი (ელ.ფოსტით, ჩატით ან სატელეფონო კომუნიკაციით)

გთავაზობთ:
  • სასიამოვნო, დინამუკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

კანდიდატების შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
  • რეზიუმების გადარჩევა
  • ტესტირება
  • გასაუბრება

 გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით და თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@orbi.net
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.