ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი სასწავლო ცენტრი 10x
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები
„10x“  ციფრული მარკეტინგის პროფესიული მომზადების  პროგრამის  განმახორციელებლის პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას.

განმახორციელებელი პასუხისმგებელი იქნება პროფესიული სტუდენტებისთვის ციფრული მარკეტინგის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების სწავლაზე თანამედროვე მარკეტინგული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
(შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია რელოკაცია თბილისიდან ბათუმში კონტრაქტის ვადის განმავლობაში, ან დისტანციურ რეჟიმში მუშაობა).

სამუშაო დატვირთვა: სასწავლო ცხრილის შესაბამისად (სრული ან ნახევარი განაკვეთი შეთანხმებისამებრ).

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე.

მოთხოვნები:
  • ციფრული მარკეტინგის პრინციპებისა და ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Ads, Google Ads, SEO, Email Marketing, Content Marketing);
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების პრაქტიკული გამოცდილება 
  • სასურველია ლექტორობის ან მენტორობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები.

მოვალეობები:
  • ციფრული მარკეტინგის თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო მასალების მომზადება;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების დაგეგმვა და შეფასება;
  • კურსის განმავლობაში პროგრესის მონიტორინგი და სტუდენტების მხარდაჭერა.

შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: info@10x.edu.ge 12 მაისამდე.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 მაისისა.
გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების დირექტორისთვის წარდგენა და კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების (შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 23 მაისისა.

ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • რეზიუმე (CV)
  • ნამუშევრების პორტფოლიო ან ციფრული მარკეტინგული პროექტების მოკლე აღწერა (კამპანიების მაგალითები, შედეგები და გამოყენებული ინსტრუმენტები)
  • სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან სერტიფიკატი) წარმოდგენა

შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიცია.